გიორგი გახარია – გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი

გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,12 აგვისტოს დიდგორობაა და რა თქმა უნდა, თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ეს არის ყოველდღიურობა.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია 11 აგვისტოც, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებდით. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება, ყოველთვის თავდადება, ბრძოლა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობის და გმირობის დამადასტურებელი ფაქტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments

ახალი დადებული