გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ახლა მის ოჯახს პირველ რიგში გვერდში დგომა სჭირდება და ეს სწრაფი და სამართლიანი გამოძიებით შეგვიძლია

მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა. მესმის, რომ ეს ყველაფერი როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს უფრო ემოციურია, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მის ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა მის ოჯახს, პირველ რიგში, გვერდში დგომა სჭირდება და გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და მისი სწრაფად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა სისხლის სამართლის საქმეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული