დიზაინერ ივ სენ-ლორანის სახლთან 30 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს

პარიზში, მიტოვებულ სახლში 30 წელის წინანდელი, მუმიფიცირებული გვამი იპოვეს. ამის შესახებ The Guardian იუწყება. სახლი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და დიზაინერ ევ სენ-ლორანის ვილას ესაზღვრება. რამდენიმე წუთის სავალზე კი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენციაა.

სახლი, რომელშიც მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან არავის უცხოვრია, იანვარში გაიყიდა. მუშები, რომლებიც რეკოსნტრუქციაზე მუშაობდნენ ამბობენ, რომ მუმია ხის დაფების ქვეშ იპოვეს. 

გარდაცვლილს სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები აქვს, რაც მკვლელობაზე მიუთითებს. მამაკაცს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რის გამოც მისი ამოცნობა ადვილად მოხერხდა. გარდაცვლილის შვილს მამის სიკვდილის შესახებ უკვე შეატყობინეს.

მილიარდერი, რომელმაც სახლი 35 მილიონად შეიძინა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული