თბილისში 48 წლის მამაკაცი 4 წლის ბავშვის გატაცებას ცდილობდა

თბილისში 48 წლის მამაკაცი 4 წლის ბავშვის გატაცებას ცდილობდა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ბავშვი მეზობლებმა გადაარჩინეს, რომლებსაც უცხო მამაკაცის ქცევა საეჭვოდ მოეჩვენათ. როგორც ირკვევა, მამაკაცს იმავე ქუჩაზე ჰქონდა სახლი ნაქირავები, სადაც ბავშვის ოჯახი ცხოვრობს და თვეების განმავლობაში აკვირდებოდა პატარა ბიჭს, რომელიც გოგო ეგონა.

ქუჩის კამერაზე ჩანს, როგორ მიყავს მამაკაცს ბავშვი, რომელიც ახალი გაღვიძებული, შიშველი, საკუთარი სახლის ეზოდან გაიყვანა. სანამ ოჯახის წევრებმა შენიშნეს, რომ ბავშვი ეზოში არ იყო, მცირეწლოვნის ტირილზე და გამტაცებლის ქცევაზე დაეჭვებული მეზობლები მამაკაცს უკან გაყვნენ, რომელიც შემთხვევით გაჩერებული მანქანის მძღოლს უახლოეს მეტროსთან მიყვანას თხოვდა. მძღოლი დაეჭვდა და უარი უთხრა.

მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახს აკვირდებოდა და მათი ისტორიაც კარგად იცოდა. ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვის მამა საზღვარგარეთ ცხოვრობს და შვილი მას კარგად ვერ ცნობს.

გამტაცებელი ბავშვს მამამდ გაეცნო, თუმცა მეზობლების თქმით, არასრულწლოვანს ასე მიმართავდა „ჩემი გოგო“.

ოჯახი ვარაუდობს, რომ გამტაცებელს ბავშვის ოჯახისთვის ფულის გამოძალვა უნდოდა. ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აცხადებს, რომ ჩადენილი არ ახსოვს. 

Facebook Comments

ახალი დადებული