მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონაში 343 მოქალაქე დარჩა, 71 აჭარაში გადაიყვანეს

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები ისევ გრძელდება . არსებული ვითარებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეები უკვე გამოიყო.

ბოლო მონაცემებით, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სვანეთში გამოყოფილ საკარანტინო ზონებში 343 მოქალაქეა განთავსებული, 71 კი აჭარის რეგიონში გადაიყვანეს .

ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადაც იქნებიან იქამდე, ვიდრე დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს. საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების განთავსებისა და კვების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

Facebook Comments

ახალი დადებული