მინსკში ომონი იმ ფანჯრების მიმართულებით ისვრის, საიდანაც ისმის ყვირილი „სირცხვილია“

თვითმხილველების თქმით, მინსკში სამართალდამცველები ფანჯრებში მდგომ ადამიანებს ესხვრიან, რომლებიც ყვირიან „სირცხვილია“.

ერთ-ერთი სახლის სადარბაზოებთან, ძერჟინსკის გამზირზე ომონის წევრებს, რომლებიც ადამიანს ურტყამდნენ, ფანჯრიდან ხის კარი ესროლეს. შემთხვევა აღბეჭდილია ვიდეოზე. კადრებში ჩანს, როგორ ეცემა კარი სამართალდამცველების გვერდით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ომონმა საცხოვრებელი კორპუსების სადარბოზოებზე შტურმი მიიტანა, რათა იქ დამალული მომიტინგეები გამოეყვანა. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ომონის წევრებმა უიარაღო ადამიანების მიმართ დამიზნებით დაიწყეს სროლა. დაკავებული მომიტინგეები ტროტუარზე დასვეს და რეზინის ტყვიებით მიზანში ესროდნენ. 

ბელარუსში მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 9 აგვისტოს დაიწყო. მოგვიანებით აქციები მილიციის თანამშრომლებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პროტესტის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან. ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თავი ლიეტუვას შეაფარა. მან ბელარუს ხალხ მოუწოდა, დაიშალონ და არ გაუწიონ წინააღმდეგობა სამართალდამცველებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული