IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა “იმედის” ინფორმაციას ენდობა

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 40% “იმედის” ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა.

სხვა ტელეკომპანიების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • “მთავარი არხი” – 16%
  • “რუსთავი 2” – 14%
  • “ტვ პირველი” – 8%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2%
  • “ფორმულა” – 1%
  • “პალიტრანიუსი” – 1%
  • “ობიექტივი” – 1%
  • “მაესტრო” – 1%
  • “აჭარა” – 1%

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა – 85% მინდინარე საერთაშორისო სიტუაციის შესახებ ინფორმაციას, ტელევიზიიდან იგებს, 33% – სოციალური მედიიდან, 10% – ინტერნეტ მედია პლატფორმებიდან, 4% – რუსული ტელევიზიიდან, 4% – ქართული ბეჭდური მედიიდან, 3% – რადიოდან, 2% – დასავლური ტელევიზიიდან.


IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული