უცხოური მედია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება

Nusagi

საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველა ძირითადი სექტორის განვითარებაში დაეხმარება. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას.

ბიგანმა საქართველო აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორადაა აღიარებული, რაც პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გამოიხატა.

„ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად, საქართველომ ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის ინსტიტუტების შექმნა“, – აღნიშნა ბიგანმა.

მისი თქმით, საამაყოა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დღეს სწორედ ამერიკული დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ცენტრი დგას და გასაკვირი არც ისაა, რომ რუსული დეზინფორმაციის სამიზნე სწორედ ლუგარის ცენტრია.

აშშ სახელმწიფოს მდივნის მოადგილის განცხადებით, ვაშინგტონი თბილისს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც დაეხმარება.

„საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება“, – განაცხადა სტივენ მან.

ბიგანის თქმით, ამერიკის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავად აკონტროლებდნენ თავიანთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდნენ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის შეუქცევადობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს ევროკავშირი და ნატო უჭერს მხარს.

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის გზით, ამერიკა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერებაში დაეხმარება. მხოლოდ 2020 წელს, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის სექტორს 66 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოუყო. ამასთან, ამერიკა უაღრესად აფასებს ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭრის მისიაში“ და სხვა ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობას“ – აღნიშნა სტივენ ბიგანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,703 ნახვა
%d bloggers like this: