აშშ-ში, ნათესავის გასვენებაზე ერთი ოჯახის 40 წევრი კორონავირუსით დაავადდა

აშშ-ში, დასავლეთ ვირჯინიაში ნათესავის გასვენებაში, ერთი ოჯახიდან 40-ზე მეტი ადამიანი დაავადდა ახალი კორონავირუსით. ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

პოლი უილიამსი ყვება, რომ მისი ბიძაშვილი 2 ივლისს დაასაფლავეს. ცერემონიაზე არიზონადან მათი ნათესავი ქალი ჩაფრინდა, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული. ქალმა თავისი მდგომარეობის შესახებ დამალა, ამიტომ ცერემიანიაზე მყოფებს სიფრთხილის ზომები არ დაუცვიათ. სამედიცინო ნიღაბი არავის გაუკეთებია.

„მე შევამჩნიე, რომ ჩვენი ნათესავი ცუდად იყო, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება- იხსენებს უილიამსი,- მეგონა, ის ფრენის გამო იყო გადაღლილი. თავად კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რომ სერიოზული დაავადება ჰქონდა“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გასვენებაში წასვლამდე ქალი ცუდად იყო და ექიმებსაც მიმართა, მისი ოჯახის ორი წევრი კი, კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

მალე გარდაცვლილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ავადმყოფთან ერთ ჭერქვეშ იმყოფებოდა, კორონავირუსით დაავადდა. ვირუსი სწრაფად გავრცელდა და 1 თვის განმავლობაში უილიამსების ოჯახში 40 ადამიანი დაავადდა- მშობლები, ძმები, დები, სიძეები, რძლები და შვილიშვილები. მათგან რამდენიმეს ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა.

„მესმის, რომ მისი ახლობელი ადამიანი დაიღუპა. ყველაფერი მესმის, მაგრამ ნიღბის და ხელთათმანის გაკეთება ხომ შეეძლო. ან თუნდაც სხვები გაეფრთხილებინა, რომ დისტანცია დაეცვათ“,-აცხადებს უილიამსი. 

Facebook Comments

ახალი დადებული