ბაიდენმა ჰარისის დასახელების შემდეგ შემოწირულობის სახით $26 მლნ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის დასახელების შემდეგ, ერთ დღეში, შემოწირულობის სახით $26 მლნ მიიღო. ამის შესახებ Assoshieted Press იუწყება.

ცნობისთვის, კამალა ჰარისი ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 11 აგვისტოს დაასახელა. ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი გახდება.

ჯოზეფ ბაიდენის მთავარი მოწინააღმდეგე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იქნება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული