ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებული ქათმის ფრთები კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს,რომ ბრაზილიიდან იმპროტირებულ გაყინული ქათმის ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. შემთხვევა ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჩჟენში მოხდა. ინფორმაციას „სი ენ ენი“ ავრცელებს.

კორონავირუსი ოთხშაბათს, ქათმის ფრთების შეფუთვაზე აღმოაჩინეს. მწარმოებელი ბრენდი არ სახელდება.

ქალაქის ჯანდაცვის ორგანოებმა იმ ადამიანების ტესტირება დაიწყეს, რომლებსაც პროდუქტთან კონტაქტი შეიძლება ჰქონოდათ. ჯერჯერობით, შედეგები უარყოფითია. საწყობში არსებული ყველა სხვა პროდუქტი სუფთა აღმოჩნდა. 

ხელისუფლება ახლა იკვლევს იმავე მწარმოებელი ფირმის სხვა იმპორტირებული პროდუქტის კვალს. რომელიც უკვე გაყიდულია.

Facebook Comments

ახალი დადებული