,,გოგონები 40-ს ზევით, ცეცხლი მინდა… ახალგაზრდები მოსაწყენი არიან…”-ალექსანდრე ბელიაკოვი

,,გოგონები 40-ს ზევით”

,,პარკი.
დილაა… გარბენი მაქვს. უცებ გოგონამ ჩამიქროლა, აღტაცებით ვუყურებ მის მოხდენილ ფიგურას. ვფიქრობ: გავასწრებ ეხლა , შევხედავ ვინაა”. გოგონა აღმოჩნდა 40 წლის ზევით…
დარბის როგორც მკვირცხლი ქურციკი…

რესტორანი

საღამოა.მენიუს ვკითხულობ და უცებ ჩემს ,,კადრში” ხვდება ქალის ფეხები შემოტმასნილ ჯინსებში. ვფიქრობ: ,,ვინ არის ეს მოდური ლამაზმანი?” აღმოჩნდა ისევ 40 ის ზევით.

ისინი 40-იანელები არიან. სპორტულები, მხიარულები, ცეცხლოვანები… მათი ახალგაზრდობის წლები 90- იან წლებს დაემთხვა, როცა იგემეს თავისუფლების გემო და მას მერე დანავარდობენ…

მანიკიური და პედიკური??? – აუცილებლად… კოსმეტოლოგი და სტილისტი? –არ გააცდენენ..
ისინი 40-იანელები არიან. ეს ხომ ჩვენი დროის ფენომენია…
ვაფრენ ასეთ ქალებზე…
ამ ლამაზმანებს არ აქვთ პრობლემები. ისინი კმაყოფილები არიან საკუთარი თავის და რომც არ იყონ, არ იმჩნევენ, შეხედავენ სარკეში და თვალს ჩაუკრავენ საკუთარ თავს, მერე კი გარბიან სახლიდან… თეატრში, კინოში, ,,ტუსოვკაზე”, ფიტნესზე. დარბაზში მიყავთ ქალიშვილები. მათ შვილებს ეამაყებათ ასეთი დედის გვერდით თავიანთ ,კამპანიაში”. ის (40-ის ზევით) ისე აინთება და ბრწყინავს ახალგაზრდების გვერდით, ეს მოსაწყენი ახალგაზრდები ,,ეცემიან”.

მოდურ გამოფენებზე შეხედავ, უმრავლესობა 40-ის ზევითაა.ახალგაზრდები ცოტაა, ისინი სერიალებს უყურებენ… ეს მაგარი დეიდები კი ყველგან ასწრებენ. მათ თანაბარი სუნთქვა აქვთ, მხურვალე გული და ოდნავ დამცინავი გამოხედვა.

მათ ზურგს უკან რთული ცხოვრებაა, ტრაგედიები, დანაკარგები, ქმრის ღალატი, შვილებთან დაკავშირებული სკანდალები, პირველი ნაოჭები…
,,ო, ღმერთო ჩემო… —არა!”

ეხლა კი ყველაფერი წარსულში დარჩა. ბავშვები გაიზარდნენ, დამოუკიდებლები არიან.
ნაოჭები? ამის გამო ხომ არ გაგიჟდები. , ისინი არ იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, ასე არ გაგიჟებულან. მაგრამ ხარისხიან კოსმეტიკურ საცხებს კი იყენებენ. ეს მათთვის წმინდათაწმინდაა.
თმების შეღებვა? — კი.
იქნებ წითური გავხდე? —კი.

ისინი მაგრად იცმევენ, ლაღად… და სულაც არ გამოიყურებიან არასათანადოდ. არ ატარებენ სულელურ ჩანთას, არ აცვიათ იაფფასიანი კაბა, არამოდური ჯინსი. როცა ახალგაზრდა ხარ, ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება. შენ გაქვს კონტრაქტი საზოგადოებასთან. შენ უნდა ჯდებოდე მათ გემოვნებაში, რეგლამენტში, ,,პროტოკოლში”.
შენ – ეს სოციოლოგიური ,,პლანქტონი” ხარ.

მაგრამ 40-ის რომ ხდები, ეს კონტრაქტი ირღვევა. როგორც ბრძენმა იზაბელა როსელინიმ თქვა, ,,ასაკი— თავისუფლებაა”.
შენ არავისი არაფერი გმართებს!
შენ ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა!
შენ თავისუფალი ხარ!
შენ ,,გკიდია” მამაკაცები გათვალიერებენ თუ არა,!
შენ ,,გკიდია ” რას იტყვიან შენი მოსაწყენი ჭორიკანა დაქალები.

წითელი თმები, ფერადი კაბა და კედები.
,,ეშმაკმა წაიღოს”, ამ თავისუფლებაში, ამ სიცილში, ამ ბუნებრივ მიხვრა-მოხვრაში უფრო მეტი სექსუალობაა, ვიდრე იმ მკვრივმკერდიან გოგონაში, რომელიც ეხლა ზის რესტორანში და ყოველ 5 წუთში სმარტფონში იყურება, პომადა განაახლოს, ჩამოშლილი თმა შეისწოროს, , წამწამები ახამხამოს. გოგონას თავის გადაწევის ეშინია, გოგონა ნერვებზეა, გოგონა თავის თავს ყიდის, ის ხომ ,,კონტრაქტზეა’.

გვერდით მაგიდაზე კი ზის სამი მაგარი ქალი, ისინი 40-ს ზევით არიან, ღვინოს წრუპავენ, იცინიან ხმამაღლა. მათ მხიარული საღამო ელოდებათ. მათ მთელი ცხოვრება აქვთ წინ, დიდი, საინტერესო გზა…
და რა ,,ქალები”? ესენი არიან გოგონები. შეიძლება ნაოჭებიც ჰქონდეთ…
,,გოგონებო შეიძლება თქვენთან დავჯდე? “
ცეცხლი მინდა… ახალგაზრდები მოსაწყენი არიან…”
ა. ბელიაკოვი

Facebook Comments

ახალი დადებული