კახეთში ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ოდენობა დათვლილია, – ინფრომაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარს, დავით დოლმაზაშვილს სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად, ატმის მოსავლის 75 % გაუნადგურდა. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 70 % თანადაფინანსება მიიღო. დავით დოლმაზაშვილი ზარალის ანაზღაურების თანხას, 38 870 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან მიიღებს. 9 ჰა ფართობის დაზღვევისთვის ფერმერის მიერ გადახდილი თანხა 1652 ლარს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა 3856 ლარს შეადგენს.

2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.

Facebook Comments

ახალი დადებული