მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირების არეალი გაიზარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირების მასშტაბი გაიზრდება, რადგან ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების 2 შემთხვევიდან, ერთი ქვედა მესტიის მკვიდრია.

„5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება თვითონ დაბა მესტიაში, ასევე კიდევ რამდენიმე სოფელში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს. მუნიციპალიტეტში კიდევ 900-ზე მეტი ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება საჭიროა თუ არა ადგილზე შეზღუდვების გამკაცრება.

Facebook Comments

ახალი დადებული