პროკურორი: საქმის მასალებს ადვოკატები ასაჯაროებდნენ და მოწმეები უკვე მომზადებული მოდიოდნენ დაკითხვაზე

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთაში სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმეში საქმეში სახაზინო ადვოკატის ჩართვის გადაწყვეტილება შეისწავლოს.

გაგნიძის ადვოკატების განცხადებით პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ მხარეს საქმის მასალები გადასცემოდა და გაუთქმელობაზე მოეწერა ხელი. მათი თქმით, საქმეშია გურამ ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება, რომელიც შეცვლილია და ადვოკატებს კითხვებს უჩენს.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გაუთქმელობის შესახებ გაფრთხილება იმის გამო გახდა საჭირო, რომ მასალებს რომელსაც ადვოკატები და ჟურნალისტები ასაჯაროებდნენ, გამოძიებას ხელს უშლიდა, რადგან მოწმეები გამოკითხავზე უკვე მომზადებულები მიდიოდნენ.

„ყველა იმ მასალას, რომელიც საქმეში დევს, ამ დრომდე ასაჯაროებდნენ ადვოკატები და ჟურნალისტები, ეს პროცესი ხელს უშლის გამოძიებას. მოწმეები, რომლებიც მოდიოდნენ დასაკითხად, უკვე მომზდებული იყვნენ. მათ უკვე იცოდნენ, თუ რა გარემოებების ირგვლივ უნდა დაკითხულიყვნენ, წინასწარ ემზადებოდნენ და შესაბამისად, ეს მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოძიებას. 

საქმეზე უამრავი მტკიცებულებაა, დაწყებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით, მოწმეთა ჩვენებებით. დაემატა კიდევ უამრავი მტკიცებულება, თუმცა ამ ეტაპზე რადგან ადვოკატები შევზღუდეთ, ჩვენც შეზღუდულები ვართ, რომ ვისაუბროთ შინაარსზე“.-აცხადებს პროკურორი.

მისივე თქმით, ამირხანაშვილის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულება არ არის.

„კომპლექსურად, სხვადასხვა მტკიცებულებების ერთობლიობამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მკვლელობის ნაწილში მტკიცებულება წაგვეყენებინა 5 პირისთვის. ჩვენებაში ამირხანაშვილი  ამბობს და ყველამ კარგად იცის, რომ ის იძულებით ჩასვეს მანქანაში“,-განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმე გუკა ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ ტოიოტა ქამრის მარკის ავტომობილში საკუთარი ნებით არ ჩამჯდარა. 

Facebook Comments

ახალი დადებული