რას ყვება არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც გუშინ ცირკთან გააუპატიურეს

არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გააუპატიურეს, 17 წლისაა. ნასვამი არასრულწლოვანი 34 წლია მამაკაცმა მეგობრების თანდასწრებით გააუპატიურა.

როგორც არასრულწლოვანი ყვება, გუშინ ღამით ცირკთან ნასვამ მდგომარეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მან თავი ცუდად იგრძნო, შევიდა ტყეში და სწორედ იქ დახვა მოძალადე და გააუპატიურა.

„ყველა ნასვამები ვიყავით, თავი ვიგრძენი ცუდად, მქონდა გულისრევის შეგრძნება და ამიტომ შევედი იქვე ტყეში, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამიწყო კოცნა, მე ვთხოვდი, თავი დაენებებინა, შემდეგ გონება დავკარგე და როდესაც გონზე მოვედი, სრულიად შიშველი, ნათრევი ვიყავი, სხეულზე იარები მაქვს“,-ამბობს დაზარალებული არასრულწლოვანი.

მისი ვარაუდით, მამაკაცს ის ადრეც ნანახი ჰყავდა.

„ამ ადგილზე მეგობრებთან ერთად ხშირად ვარ ხოლმე, ეს არის ჩვენი თავშეყრის ადგილი. როგორც ჩანს, ადრეც იყო ჩემთან მოსული და უარი რომ ვუთხარი, ალბათ დამდევდა. ჩემს მეგობართანაც ყოფილა რამდენჯერმე მისული და ფსიქოლოგიური პრობლემები ქონია“,-აცხადებს დაზარალებული. 

Facebook Comments

ახალი დადებული