სოციალურ ქსელებში ბელარუსელი ყოფილი სამხედროებისა და სპეცრაზმელების ვიდეოები ვრცელდება, სადაც უნიფორმას ნაგვის ურნაში აგდებენ

სოციალურ ქსელებში ბელარუსელი ყოფილი სამხედროებისა და სპეცრაზმელების ვიდეოები ვრცელდება, სადაც ისინი უნიფორმას ნაგვის ურნაში აგდებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში არტემ ბელინოვიჩი სპეცრაზმელის ფორმით ხელში აცხადებს, რომ ვეღარ იამაყებს იმით, სადაც მსახურობდა და მას ფორმის შენახვა აღარ შეუძლია.

კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო კი აცხადებს, რომ ბელარუსში სპეცრაზმის საძმო აღარ არსებობს და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სირცხვილია.

წყარო:1tv.ge/

Facebook Comments

ახალი დადებული