ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ მამაკაცი, რომელმაც ცირკთან მისი მეგობარი გააუპატიურა, ცირკთან ხშირად დადიოდა

გუშინ, გვიან ღამით ცირკთან მომხდარ დანაშაულს ტრანსგენდერი ქალი ეხმაურება, რომელიც გაუპატიურებული არასრულწლოვნის მეგობარია.

როგორც ტვ-პირველთან საუბრისას ტრანსგენდერი ქალი ამბობს, დაკავებული ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად უნახავთ. 

„ფაქტია, რომ ეს პიროვნება იქ ხშირად დადის ხოლმე, თვითონვე აღიარა, რომ ჩემს მეგობარს რამდენჯერმე შესთავაზა ფულის სანაცვლოდ სექსი. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი იყო, მაინც სთავაზობდა სექსს. ახლა კი, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში დაინახა, დრო იხელთა“,-განაცხადა მან.

მისვე თქმით, მის მეგობარს ჰქონია შემთხვევები, როდესაც სახლამდე ვიღაც მიყოლიამანქანით. ის სახლში ვერ შედიოდა იმის გამო, რომ მერე ის სახლს დაინახავს და იქ დაუწყებს ყარაულობას. საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ვინ არის ავადმყოფი და გარყვნილი- ჩვენ, თუ ეს ხალხი, რომლებიც სიცოცხლესაც გვიზღუდავენ“,-აცხადებს ტრანსგენდერი ქალი. 

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს, გვიან ღამით ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა.

Facebook Comments

ახალი დადებული