ფეხბურთის 8 ვარსკვლავი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს!

კრიშტიანუ რონალდუ

2009 წელს რონალდუ ფერარის მარკის ავტომობილით ავტოვარიაში მოყვა. ფოტოზე ხედავთ ავტომობილის მდგომარეობას. საბედნიეროდ რონალდუ მანქანიდან უვნებელი გადმოვიდა. ავარია გამოიწვია სიჩქარის გადაჭარბებამ.

ნეიმარი

1992 წელს ნეიმარის მშობლებს საშინელი ავარია მოუვიდათ. პატარა ნეიმარი საოცრად გადაურჩა ამ შემთხვევას, ის ჯერ მხოლოდ 4 თვისა იყო. ავარიის მომენტში ნეიმარი უკანა სავარძელის ქვეშ იყო ჩავარდნილი, რამაც მისი უვნებლად გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა. ავარია გამოიწვია წვიამიან ამინდმა.

პეტრ ჩეხი

2007 წელს რედინგი- ჩელსის ურთიერთშეხვედრაში, ლონდონური კლუბის მეკარემ თავში ძლიერი დარტყმა მიიღო. რის შემდეგაც დღემდე სპეციალურ ჩაფხუტს იყენებს. ექიმების თქმით, ჩეხი სიკვდილს ბევწზე გადაურჩა, რადგან დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის ქალ სამგან ჰქონდა გაბზარული.

ვირჯილ ვან დაიკი

2012 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დედამ სიკვდილისგან იხსნა. აპენდიციტის გასკდომის შედეგად, რომ არა დედამისი შესაძლოა სისხლის მოწამვლით მომკვდარიყო. დროულად საავადმყოფოში გადაყვანით გადარჩენილი ვირჯილ ვან დაიკი, კლინიკაში 13 დღე იწვა, ხოლო ნისლიან ალბიონზე 1 თვის სემდეგ გამოჩნდა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ ის დედამისმა გადაარჩინა.

ტიაგო სილვა

ტიაგო სილვა 35 წლისაა და დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თუმცა აუცილებელია მისი ისტორია ვიცოდეთ… 2005 წელს ის რუსული მოსკოვის დინამოს ღირსებას იცავდა, რა დროსაც მას ტუბერკულოზი დაუდგინდა. 6 თვის მანძილზე ის რუსი ექმიების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა ან დიდხანს იცოცხლებდა… ფეხბურთის გაგრძელებაზე საუბარი ხომ სრულიად ზედმეტი იყო! თუმცა… ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

კაკა

2000 წელს კაკა ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებდა, რა დროსაც აუზზე ფეხის აცურვით სიკვდილს თავლებში ჩახედა. ამ ფაქტის შემდეგ, კაკამ მთელი თავისი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა და 2001 წელს არგენტინაში გაემგზავრა სპეციალური ტურნირისთვის.

ფერნანდო ტორესი

იმ პერიოდში, როდესაც ფერნანდო ტორესი ატლეტიკო მადრიდის ღირსებას იცავდა, საშინელი ტრავმა მიიღო სტუმრად დეპორტივო ლა კორუნიასთან შეხევდრაში. ის სახით დაეცა მოედანზე და ენა გადაეყლაპა… თანაგუნდელების დახმარებით ფერნანდო ტორესი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

პიტერ კრაუჩი

10 წლის წინ ინგლისელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად იტალიაში ისვენებდა. ერთ დღეს მათ ნავით გადაწყვიტეს მოგზაურობა, რა დროსაც ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. როგორც კრაუჩი იხსენებს, ეს იყო მათთვის ყველაზე საშინელი დღე რაც კი ოდესმე გადახდენიათ.

Facebook Comments

ახალი დადებული