„ქართული ოცნება“ 14 აგვისტოს საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

14 აგვისტოს, 12.00 საათზე, მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან

14:00 საათზე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“   ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ

20.00 საათზე, მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული