შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს დაქირავებული ადვოკატების ნაცვლად უკვე სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულის დაცვის უფლება ადვოკატებს სამქის მასალების ჩაუბარებლობის გამო შეეზღუდათ.

„დაკავებული ა.გ.-ს ადვოკატებმა უარი განაცხადეს სამქის მასალების ჩაბარებასა და გაუთქმელობის შესახებ პირობის ხელმოწერაზე, რის გამოც დადგა აუცილებლობა, რომ ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დანიშვნოდა. სახაზინო ადვოკატსა და ბრალდებულ ა.გ.-ს გადაეცათ საქმის მტკიცებულებები. ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატმა ჩაიბარა საქმის მასალები, ამიტომ მის შემთხვევაში საქმისგან ჩამოშორების წინაპირობა არ დამდგარა“, – განმარტეს პროკურატურაში.

Facebook Comments

ახალი დადებული