ბათუმში, საკარანტინე სივრცეში მოთავსებული პირი მე-4 სართულიდან გადახტა

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაშავებული ფ.ჯ. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

Facebook Comments

ახალი დადებული