ბელარუსის ცესკო-მ ლუკაშენკო გამარჯვებულად გამოაცხადა

ბელორუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.

არჩევნების შედეგები ბელარუსის ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80,1%, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ტიხანოვსკაიამ 10,12% მიიღო.

სხვა კანდიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ანდრეი დიმიტრიევი – 1.21%, ანა კანოპაცკაია – 1.68%, სერგეი ჩერეჩნია – 1.14%, ყველას წინააღმდეგ – 4.59%

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს. შეტაგებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

აქციებზე დაკავებული 5000-ზე მეტი მოქალაქიდან 1000-მდე უკვე თავისუფალია.

Facebook Comments

ახალი დადებული