დიდუბეში საცხობი აფეთქდა

დიდუბეში საცხობი აფეთქდა, შემთხვევა 2 საათის წინ, ტრანსპორტის ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 2 ადამიანი გადაიყვანა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

აფეთქების მიზეზად სახელდება გაზგაყვანილობის კუსტარული წესით მონტაჟი, თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებული ქალი და მამაკაცი საცხობის თანამშრომლები არიან.

აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. ცეცხლი მალევე ჩააქრეს.  

Facebook Comments

ახალი დადებული