მირიან ნიკოლაძე საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ პროპორციული სიით საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

„დიახ, 2020 წლის არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, როგორც პარტიის წევრი “,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ინფორმაციისთვის, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Facebook Comments

ახალი დადებული