მძიმე მეტალის შემსრულებელი ირანული ჯგუფის, Arsames წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ

მძიმე მეტალის შემსრულებელი ირანული ჯგუფის, Arsames წევრები ქვეყნიდან გაიქცნენ. მათ ირანის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „სატანისტური“ მუსიკისა და ღმერთის გმობისთვის. ამის შესახებ მუსიკალურმა კოლექტივმა გამოცემა Loudwire-თან ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ სატანისტები, ჩვენს ხელოვნებაში სპარსეთის ისტორიასა და კულტურას მივმართავათ, ეს დანაშაულია? ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ჩქარი მუსიკით სატანას ვუხმობთ, ჩვენს მაისურებზე გამოსახული ჩონჩხის თავიც სატანიზმად მიაჩნიათ“,-აცხადებენ ჯგუფის წევრები.

მუსიკოსების თქმით, ისინი პირველად 2017 წელს დააკავეს და 1 კვირა ოჯახებსაც არ შეატყობინეს, რომ ციხეში იყვნენ. 1 თვის შემდეგ გამოუშვეს გირაოთი, თუმცა მათ 2018 წელს კვლავ განაგრძეს მოღვაწეობა. 

„რამდენიმე კვირის წინ დაგვიბარეს სასამართლოში და განაჩენი გამოგვიცხადეს, აი რატომ ვუშველეთ თავს გაქცევით“,-ამბობენ მუსიკოსები.

ისინი თავიანთ ამჟამინდელ ადგილმდებარეობას არ ასახელებენ და არ ამხელენ, როგორ მოახერხეს ქვეყნიდან გაქცევა. 

Facebook Comments

ახალი დადებული