საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1306- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 17 – ით გაიზარდა და 1085-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 7635 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული