ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა – არის მსხვერპლი

ქარელში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, მანქანა საცხოვრებელი სახლის წინ მდგომ პირებს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული