ჩინეთში შეტანილი ბრაზილიური ქათამი საქართველოსთან რა შუაშია

ასეთი კითხვები აქ მე არ უნდა დამისვათ,-ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას ბრაზილიური ქათმის ფრთებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ჩინეთში გამოვლენილ ფაქტს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ჩინეთში შეტანილი ბრაზილიური ქათამი საქართველოსთან რა შუაშია, ასეთი კითხვები აქ, მე არ უნდა დამისვათ“,-განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყარო არის ლენჯერი, 2 შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომობილი მძღოლია, 1 -სამედიცინო პერსონალი, 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. 11 პაციენტი კი, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. მისივე თქმით, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მაჩვენებლები უცვლელია. 7 პაციენტი – კრიტიკულია, 17- მძიმე, თუმცა პროგრესირება არცერთ მათგანთან არ შეიმჩნევა.

ცნობისთვის, cnn-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, ბრაზილიიდან შეტანილი ქათმის ფრთების შეფუთვაზე კორონავირუსი იპოვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული