ბათუმის პორტში პრემიუმ კლასის იახტები გამოჩნდა

ბათუმის პორტში, წელს პირველად, მსოფლიოში საუკეთესო ბრენდის, პრემიუმ კლასის იახტები გამოჩნდა. ბათუმის იახტ კლუბში 2020 წლის უკვე 5 მოდელი დგას. დღის კრუიზერების ფასი 94 ათასი ევროდან 1 მლნ. 300 000 ევრომედეა. მათგან 4- უკვე კერძო პირების მფლობელობაშია, მეხუთე კი, მსურველებზე დღიურად ან საათობრივად გაქირავდება.

როგორც იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიის, „აზიმუტ ბენეტის“ ქართული წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე „ინფო ფოსტალიონთან“ საუბარში აცხადებს, 8-კაციანი  2020 წლის მოდელი, დღის კრუიზერი 1 კვირის წინ ჩამოვიდა, საექსპლუატაციო მომზადება გაიარა და დღეს ზღვაში პირველი სტუმრები გაიყვანა, რომლებმაც იახტა მთელი დღით იქირავეს. 

მისივე თქმით, იახტის დაქირავების მსურველთა რაოდენობამ მოლოდინს  გადააჭარბა და 5 ოქტომბრამდე უკვე თითქმის ყველა დღე დაჯავშნილია.

​„აჭარის მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, თვის განმავლობაში პოზიტიური მოლოდინი გვაქვს 15-20 სამუშაო დღეზე. იახტას ემსახურება გამოცდილი, გადამზადებული კაპიტანი. ყველა მგზავრი დაზღვეულია“,-აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

– რამდენადაც ვიცი, საქართველოს პორტებში ასეთი მაღალი დონის დღის კრუიზერი ამ დრომდე არ იდგა.

– 10 მეტრიანი თანამედროვე „დეი კრუიზერი“ იახტასა და კატერს შორის არის და გამოირჩევა კომფორტით. ის ძალიან ტრენდულია და ამ წუთშიც ბიონსე და მისი მეუღლე ჯეი ზი სწორედ ამ ბრენდის დეი კრუიზერით იმყოფებიან კრუიზში. „აზიმუტის“ კლიენტი ახლახანს რონალდოც გახდა. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველებიც არ ჩამოვრჩებით. თუ თვალს მიადევნებთ სოციალურ ქსელებს, ნახავთ, როგორ ნებივრობენ ქართველები შავი ზღვის სანაპიროზე კატერებით, რაც ძალიან გვახარებს.

რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს და რა იქნება დღიური, ან საათობრივი ქირის ფასი?

– კრუიზერი 8 ადამიანს იტევს, მათ შორის ერთი არის კაპიტანი, რომლის მომსახურება, საწვავი, ასევე შამპანური ქირის ფასში შედის. ეს არის 7 ადამიანზე 1200 ლარი  1 დღე. ერთი საათის დაქირავება 400 ლარი ჯდება, 2 საათი კი- 700. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს თანხა 7 ადამიანზე იყოფა, ნამდვილად არ არის ძვირი. ​კრუიზს აქვს სველი წერტილი, სამზარეულო, 2-კაციანი კაიუტა, მზისგან დამცავი ტენტი. სტუმრებს შეუძლიათ მივიდნენ მწვანე კონცხთან, ან სხვა ადგილებთან, გააჩერონ, იცურაონ და ა.შ. ასევე აქვს ადგილი გასარუჯად.

– ამ ზაფხულს უკვე 4 ძვირადღირებული იახტა გაყიდეთ, მფლობელები ქართველები არიან?

-დიახ, ოთხივე იახტის მფლობელები ქართველები არიან და უკვე თვეზე მეტია, ცურავენ ჩვენს სანაპიროებთან, რაც ძალიან სასიხარულოა.

-პანდემიამ არ შეუშალა ხელი იახტების ბიზნესს?

– არა, პირიქით. ერთგვარად ხელიც კი შეუწყო. ხალხი ვერ გავიდა საზღვარგარეთ და ისინი, ვინც მაღალი კლასის მომსახურებას არიან ჩვეული, საქართველოში სარგებლობენ ამ კომფორტით, რაც ბათუმში გაცილებით იაფია.

– სახელი ქვია თქვენს კრუიზერს?

-არა, სახელი არ დავარქვით, მხოლოდ ნომერი აქვს მინიჭებული, რადგან არ არის გამორიცხული, რომ გავყიდოთ და სხვა ჩამოვიყვანოთ. 3 კატერი უკვე გზაშია და მალე აქ იქნება. გაისად კიდევ ველოდებით ახალ, ოღონდ უფრო დიდი ზომის კრუიზერებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული