გია გაბრიჭიძე: დავით ბაქრაძის აღიარებითმა ჩვენებამ სრულიად გააშიშვლა მაშინდელი ხელისუფლება,

დავით ბაქრაძის აღიარებითმა ჩვენებამ სრულიად გააშიშვლა მაშინდელი ხელისუფლება,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის ინტერვიუს, სადაც ის ამბობდა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი,  კომპრომისი იყო.

გაბრიჭიძის თქმით, ბაქრაძემ ყველას, იმ ე.წ. “თავგადაკლულ პატრიოტებსაც” კი აჩვენა წინა ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატური ბუნება.

„ალბათ არავისთვის არ არის დაფარული ის ფაქტი, რომ დავით ბაქრაძე არამც თუ სუსტი პოლიტიკოსია, ის თავისი აზროვნებით საერთოდ ვერ უახლოვდება ამ წოდებას (ცხადია NDI-ს და IRI-ს არ ვგულისხმობ).
ერთის შეხედვით მისმა აღიარებითმა ჩვენებამ სრულიად გააშიშვლა მაშინდელი ხელისუფლება და ყველას, იმ ე.წ. “თავგადაკლულ პატრიოტებსაც” კი აჩვენა მათი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატური ბუნება.
ის, რაც მათ ჩაიდინეს და შემდგომ რაზეც მოაწერეს ხელი, სამშობლოს ღალატის და უტვინო მმართველობის ისეთი მაგალითია, რაც სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ სათაურით – როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება.
საოცარი და ამაზრზენია ის, რომ ქვეყნის ეს აშკარა მტრები, ისევ ცდილობენ სახელმწიფოს სათავეში მოსვლას და საქართველოს საბოლოო განადგურებას“,-აცხადებს გია გაბრიჭიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული