ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი სპეციალური ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სოხუმში გამოკვლეული 235 პირიდან კოვიდინფექცია 26 ადამიანს დაუდგინდა.

ამ ეტაპზე კი მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

ამავე ცნობით, სულ დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 182 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 66 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული