პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე წერია.

საუბარი ბელარუსში მიმდინარე სიტუაციას შეეხო.

როგორც სააგენტო БелТА იუწყება, პრეზიდენტებმა ბელარუსის შიგნით და მის გარეთ არსებული სიტუაცია განიხილეს. კრემლი იტყობინება, რომ ლუკაშენკომ პუტინი საქმის კურსში ჩააყენა არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.

გარდა ამისა, კრემლის პრესსამასახურის ცნობით, საუბრის დროს დადებითი შეფასება მიეცა რუსეთის 32 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების საკითხს, რომლებიც ივლისში ბელარუსში დააკავეს როგორც „ვაგნერის“ მებრძოლები. მხარეები დაწმუნებული არიან, რომ ყველა პრობლემა დარეგულირდება.

მანამდე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ მიმდინარეობს ფერადი რევოლუციების სცენარი გარედან ჩარევით. 

Facebook Comments

ახალი დადებული