რატი იონათამიშვილი დავით ბაქრაძეს: კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?

რეზოლუციისთვის მხარი რომ არ დაგეჭირათ, ჩაწერდნენ, რომ საქართველოა ოკუპანტი? ,-ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის ინტერვიუს, რომელიც რუსთავი2-ის ეთერში გავიდა.

„დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს – რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.

გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!“,-წერს რატიო იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული