სადაა ის ხე, ამ პარკში რომ უნდა დაბრძანებულიყო და გიორგი ვაშაძემ აახია ბიძინას, არ ვაყიდინეო?

ხათუნა ხოფერია დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვყნებს და იმ ხის ბედით ინტერესდება, რომელსაც ამ პარკში უნდა დაედო ბინა, მაგრამ გიორგი ვაშაძემ აუქციონზე თავად შეიძინა და ბიძინა ივანიშვილს არ დაუთმო.

„დიახ, დენდროლოგიური პარკი საოცრებაა!
ფლამინგოები, თეთრი და ფერადი ფარშევანგები… მაგრამ მთავარი ეს არაა…

მთავარია ის საოცარი, საუკუნოვანი ხეები… ხეები, რომლებიც გადარჩნენ… რამდენი ასეთი ხე მოიჭრა და განადგურდა, ალბათ…

აი, მაგალითად, ხე, რომელიც აუქციონზე გამოიტანეს და ამ პარკში უნდა დაბრძანებულიყო, გიორგი ვაშაძემ “ აახია” ივანიშვილს, სულ გულზე მჯიღის ბრახუნით, არ ვაყიდინეო..
ჰო და, სადაა ახლა ის ხე?… სად გადარგო აუქციონის ლომმა?…
მოკლედ, მადლობა ბიძინა!…
ჩემი შვილიშვილები ჩაეხუტნენ ბერმუხას და საქართველოს სიძლიერე და სიამაყე შეისუნთქეს!
მრავალჟამიერ“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2018 წელს დმანისის გადარჩენის ფონდმა, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი გაწევრიანდა, აუქციონზე 300-წლიანი ევკალიპტის ხე 20 020 ლარად იყიდა. მათი თქმით, ხის შეძენა საქართველოს ყოფილ პრემიერსა და ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული