უკრაინაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 847 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა ზედიზედ უკვე მესამე დღეა ფიქსირდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 89 719 შემთხვევა გამოვლინდა, 47 430 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 044 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული