აბსოლუტურად ყველას გვარი და სახელი ვიცი, ვისაც ასე ვერაგულად ტერორში ყავს სოფლის მოსახლეობა

 შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ არანაირი 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა, იმ რაიონის სოფლების მცხოვრებლები ყავთ ტერორის ქვეშ,-ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც 3 დღის განმავლობაში აკეთებდა ვიდეოჩანაწერებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

„აღმოჩნდა ერთი ვაჟკაცი ადამიანი, რომელმაც 3 დღის ჩანაწერები გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ მერე, შეეშალათ მორიგეობა, ისევ გამოჩნდნენ და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა ჩანაწერი, თუ როგორ დიდი რაოდენობით ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ყავს, თავისი ასე რომ ვთქვათ, ოთხფეხა ძაღლი და შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში და ამას ტელევიზების დრონის მიერ გადაღებული კადრები ადასტურებს, სადაც არის როგორც ერთი კვალი ავტომობილის, ისევე მეორე კვალი, როდესაც მოხვეული გზით არის შენასვლელი. აქედან გამომდინარე, ხვალ რომ შევხვდებით გენერალურ პროკურორს, ამ კითხვებზე უკვე ძალიან დეტალურად მოუწევთ პასუხის გაცემა. ამავდროულად, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე არ არის საუბარი, არანაირ  ამ კვალიფიკაციაზე“,-აცხადებს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ტერორის ერთ-ერთი ფაქტია, როდესაც 21 ივლისს სოფელში შუქი გაითიშა დილამდე.

„აბსოლუტურად ყველას გვარი და სახელი ვიცი, ვინც ასე ვერაგულად ახდენდა ტერორს მოსახლეობაზე, ამის ერთ-ერთი ფაქტია, როდესაც 21 ივლისს საღამო ხანს შუქი გაითიშა 2 სოფელში და 22 ივლისს გამთენიისას მოვიდა. მაგის ვიდეოჩანაწერიც არის. თელასის წარმომადგენელი ამბობს, რომ ავარია იყო და სამ-სამი წუთი წავიდა შუქიო, გამოძიება ამითაც არ დაინტერესებულა. მოსახლეობა ამბობს, რომ ტელეფონები დილის 6 საათამდე ვერ დავტენეთო“,-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

პრესკონფერენციაზე ადვოკატმა უცნობი პირის მიერ გაკეთებული ვიდეჩანაწერები წარადგინა, რომელზეც ჩანს ასფალტიანი გზა, ადვოკატის მტკიცებით, ტრასის ორივე მხარეს დიდი ოდენობოთ ნახირია.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს რაიონში, გზიდან 15 კილომეტრში მწყემსმა იპოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული