ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. შესაბამის ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ბელტა“ წერს, ალექსანდრ ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საკუთარი ხედვა გამოთქვა. ორი ქვეყნის ხელმძღვანელმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საგარეო საფრთხეების მხრივ ვითარების გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ რეაგირებას მოახდენენ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესაბამისად.

თავის მხრივ, კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა და ლუკაშენკომ განიხილეს არჩევნების შემდეგ ბელარუსში შექმნილი სიტუაცია, მათ შორის ბელარუსზე გარედან მიმდინარე ზეწოლის გათვალისწინებით.

რუსეთმა დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს მინსკს პრობლემების მოგვარებაში მოკავშირე სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ხაზით.

Facebook Comments

ახალი დადებული