ალექსანდრ ლუკაშენკო – წავალთ არჩევნებზე, დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ

წავალთ არჩევნებზე, დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ. ვის სურს ახალი არჩევნები, ფანჯრიდან გაიხედეთ, ნატო-ს ჯარი დგას ჩვენს საზღვრებთან, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, არჩევნები შედგა და არ შეიძლება, 80%-ზე მეტი იყოს ფალსიფიცირებული.

„ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა ჩვენ ახალი არჩევნების ჩატარებას გვიბრძანებენ​. თუ მათ ნებას გავყვებით, ვერასდროს დავასტაბილურებთ ჩვენს ხომალდს. ჩვენ არ გვჭირდება საზღვარგარეთული მთავრობები, ჩვენ საკუთარი გვჭირდება. ჩვენ ახალ ხელისუფლებას, გვთავაზობენ, გვთავაზობენ ნატო-ს ჯარისკაცებს, შავკანიანებს, ყვითელპირებს და ქერებს. კი, ჩვენ მკაცრი კურსი გავაგრძელეთ. დიახ, ვიღაცას ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, თუმცა 90-იანი წლებში დავამტკიცეთ ეს ხელისუფლება, მაში, როდესაც ახალი კონსტიტუცია მივიღეთ. თქვენ მაშინ წესრიგის დამყარებას ითხოვდით – მე ის დავამყარე! თქვენ ითხოვდით, კორუფციისა და ოლიგარქების გარეშე. სად არიან ეს ოლიგარქები? თქვენ ითხოვდით, მინსკის ქუჩების ბანდიტებისგან გაწმენდას. მე ეს გავაკეთე“, – მიმართა ლუკაშენკომ შეკრებილებს.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსს არ ჰყავს მომხრეები და მეგობრები, რადგან „ყველას სურს, რომ დაგვაჩოქოს“.

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან საუკუნის მეოთხედი, თავისი ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები ქვეყნისა და ხალხის სამსახურს შეალია.

„ისინი მიყვირიან, წადი. მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ ხელისუფლებას გამოვეკიდე. დაღუპავთ არა ლუკაშენკოს, დაღუპავთ პირველ პრეზიდენტს – ეს იქნება თქვენი დასასრულის დასაწყისი. თქვენ როგორც უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, მუხლებზე იდგებით და კაცმა არ იცის, ვისზე ილოცებთ. გაუფრთხილდით ბელარუსს, რადგან ის უკვე არა ჩვენ, არამედ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ეკუთვნის. ეს ძალიან სერიოზული პერიოდია, სწორედ ამიტომ დაგიძახეთ დღეს აქ, რომ მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

სამთავრობო მიტინგი ბელარუსის დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოედანზე, მთავრობის სახლთან იმართება.

ამასთან, ლუკაშენკოს გამოსვლის პარალელურად, მინსკში ანტისამთავრობო მსვლელობა განახლდა.

Facebook Comments

ახალი დადებული