„ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.

„ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, „ბაუჰაუსის“ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბარის ორი თანამშრომელი დაიკარგა.

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გვიან ღამით გავიდნენ ბარიდან, თუმცა უკვე მეორე დღეა მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ვეძებთ ! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც,“ – წერია „ბაუჰაუსის“ FACEBOOK პოსტში.

„არ გამოჩნდნენ. ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან“ – წერს ბაია ბერუაშვილის დეიდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

<