“გეყოლებათ ინფარქტით ან სუიციდით გარდაცვლილი მეყველე”- ანა მიქაძის მიმართვა

ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მიქაძე საქართველოს პროკურატურას, ომბუდსმენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

სამი დღეა მიმდინარეობს გაუთავებლად ჩემი პიროვნების სრული დისკრედიტაცია და ფსიქოლოგიური ტერორი. დღეს უკვე პირად სივრცეში მივარდებიან და პირდაპირ მიწვევენ საშინელ პროვოკაციაზე. მეძახიან სოციოპათს და მკვლელს. თუ რამედ გიღირთ ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც უკვე მართლა ბეწვზე ჰკიდია, გთხოვთ, კანონის შებამისად, დაიცვათ ჩემი უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გეყოლებათ ან ინფარქტით ან სუიციდით გარდაცვლილი ერთი, სრულიად წყობიდან გამოსული მეყველის გვამი. მადლობა ყურადღებისთვის, მეტი არ შემიძლია. პ.ს. არ მინდა პანაშვიდი და ანა, დამშვიდდი კომენტარები. დამეხმარეთ სამართლებრივად, სანამ გვიან არ არის,”-წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული