დასახელდა დაწესებულებები, სადაც ყველაზე მეტია კორონავირუსის გავრცელების შანსი

ღამის კლუბები, პაბები და ბარები ყველაზე საშიში ადგილებია კორონავირუსის გასავრცელებლად. ამ დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები, რომლებიც გამოცემა The Telegraph-მა გამოკითხა.

ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის, ჯონათან ბოლის თქმით, ადამიანების დიდი რაოდენობა სტუმრობს ამ დაწესებულებებს უერთიერთობისთვის, ამასთან აქ რთულია სოციალური დისტანციის დაცვა. 

ლესტერის სამეფო საავადმყოფოს ვირუსოლოგი ჯულიან ტანგი ამბობს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ადამიანები თამამდებიან და ივიწყებენ სიფრთხილის ნორმებს.

გამოცემას მაგალითად მოყავს სამხრეთ კორეა, სადაც მამაკაცმა ერთ დღეში 5 ბარი და ღამის კლუბი მოინახულა. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდგინდა და აღმოჩნდა, რომ მისი ღამის სეირნობის გამო, კიდევ 100 ადამიანი დაავადდა. ამ შემთხვევის შემდეგ სეულის მერმა გადაწყვეტილება მიიღო, დაეხურა ღამის კლუბები. 

BBC-ს ინფორმაციით, ხვალიდან იტალიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ღამის კლუბები დაიკეტება.  გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვებიც ამოქმედდება. კერძოდ, 18:00-დან 06:00 საათამდე საჯარო სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია პირბადის ტარება აუცილებელი გახდება.ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გამოიწვია. შაბათს იტალიაში ვირუსი 600-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული