დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ის ჩემთვის მხოლდო ძმა არ იყო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ის ჩვენ ძალიან მოგვენატრება. თუმცა, ჩვენ კვლავ შევხვდებით. მის შესახებ მოგონებები ჩვენ გულში სამუდამოდ დარჩება, რობერტ, მიყვარხარ, მშვიდად განისვენე,“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარასკევს გამართულ ბრიგფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ძმა საავადმოყოფოში იმყოფებობდა, თუმცა ავადმყოფობის მიზეზი არ დაუსახელებია. ბრიფინგის შემდეგ მან ძმა საავადმყოფოში მოინახულა.

რობერტ ტრამპი ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

Facebook Comments

ახალი დადებული