თეა წულუკიანი ბაქრაძის განცხადებაზე: დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან, ეს რა თქმა უნდა, ფასადური ბრძოლაა

თეა წულუკიანმა დავით ბაქრაძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ქვეყნისთვის ტრაგიკული“ უწოდა.

„ყველამ მოვისმინეთ ქვეყნისთვის ტრაგიკული განცხადება და პირველი კითხვა რაც ჩნდება – კომპრომისი ვისთან, რისთვის კომპრომისი ვის ხარჯზე. მათ რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა პარტიულ ინტერესში კომპრომისებს ოკუპანტთან. რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ეს ტრაგიკული მახე, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში. ოკუპაცია არის ომის შედეგი. დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრვიან, ეს არის რა თქმა უნდა ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან. რეალურად, ოკუპაციას მშვიდობიანი მეთოდებით, იმიტომ რომ ხალხის ინტერესი, სტაბილურობა და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე არის ჩვენთვის მთავარი, მშვიდობიანი გზით, სასამართლო დავებით, მათ შორის ჰააგაში, ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს გამარჯვებამდე ამ დავებს, მაგრამ ჰააგამდე ჩვენ პირველ რიგში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ომის საქმეზე, სადაც ამ ადამიანებმა, ვინც თურმე კომპრომისებით იარა რუსეთთან ერთი მტკიცებულებაც კი არ დაგვიტოვა, რომ სტრასბურგში გვეწარმოებინა დავა და მრავალი წლის მერე მოგვიწია სანთლით გვეძებნა ესა თუ ის მტკიცებულება”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე 1633 საუბრისას, განაცხადა: „კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც. ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარი არის ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარეც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი, ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“.

Facebook Comments

ახალი დადებული