ლიბანის პრეზიდენტი პროტესტის ფონზე გადადგომას არ აპირებს

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო, პოსტის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BFM ავრცელებს.

„მე რომ გადავდგე, ახალი არჩევნების ორგანიზება გახდება საჭირო, რაც ახლა შეუძლებელია“,-განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„მე ვინაწილებ ლიბანელების ტკივილს და ყურადღებით ვაკვირდებოდი მიმდინარე მოვლენებს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

აუნის თქმით, მან გაერო-ს თხოვნით მიმართა, გაკონტროლდეს, რომ საერთაშორისო დონორების მიერ გაწეული დახმარება უშუალოდ მათთან მივიდეს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. 

Facebook Comments

ახალი დადებული