მინსკში ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქცია იგეგმება

პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბელაია რუს“ აპირებს, მინსკში „სოლიდარობის მიტინგის“ გამართვას ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად. ამის შესახებ ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე წერია. 

„კვირას 12:00 სთ-ზე მინსკში, მთავრობის სახლთან მშვიდობიანი „სოლიდარობის მიტინგი“ გაიმართება. შეკრებილები სახელმწიფოს კურსს დაუჭერენ მხარს“,-ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე შეიკრიბება „ყველა, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია, ვინც ქვეყნის დაყოფის წინააღმდეგია“.

„მოკლედ, ჩვენთან იქნება პროგრესული ბელარუსი“,-აცხადებენ ორგანიზატორები. 

Facebook Comments

ახალი დადებული