მინსკში ლუკაშენკოს მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ

მინსკის ცენტრში პროსახელისუფლებო მიტინგი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად  დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიტინგი 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. მთავრობის წინ ტერიტორია შემოსაზღვრულია. აქციის მონაწილეებს ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან ჯგუფებად უერთდებიან, მათ ხელში ბელარუსის დროშები უჭირავთ. 

ეს ლუკაშენკოს მხარდამჭერი პირველი მიტინგია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტისახელისუფლებო აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის მოსახლეობის ორად გახლეჩას.

Facebook Comments

ახალი დადებული