„ტელეფონები ბარში დაუტოვებიათ“ – რას ჰყვებიან დაკარგული ბარმენის მეგობრები

„ბაუჰაუსის“ დაკარგული თანამშრომლების შესახებ მეგობრები მათთვის ცნობილ დეტალებს ასაჯაროებენ.

როგორც ბარმენი გიორგი შალამბერიძის მეგობარმა განაცხადა, გაუჩინარებულ ახალგაზრდებს ბარიდან პირადი ნივთები, მათ შორის ჩანთები, ტელეფონები და სუფელეებიც არ წაუღიათ.

„უთქვამთ 5 წუთით გავალთო და აღარ დაბრუნდნენ. არაფერი წაუღიათ თან, არც ტელეფონები, არც საფულე. მეორე დღეს სამსახურში სმენაში უნდა ყოფილიყვნენ და რომ არ მივიდნენ მოიკითხეს“, – აღნიშნავს გაუჩინარებული ახალგაზრდების მეგობარი.

როგორც მეგობრები ამბობენ, ბარის თანამშრომლები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მათ მხოლოდ სამსახურეობრივი, მეგობრული, ურთიერთობა აქვთ.

გამოკითხვიდან გამოსული გიორგი შალამბერიძის და მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მეგობრებთან ამბობს, რომ მან მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ასევე გაუჩინარებული ბაია ბერუაშვილის მეგობარიც.

ცნობისთვის, კვალი15 აგვისტოს, 05:00 საათის შემდეგ იკარგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით არის დაწყებული.

Facebook Comments

ახალი დადებული