ალექსანდრ ლუკაშენკო გაფიცულ მუშებთან შესახვედრად ჩაფრინდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ტრაქტორების ქარხნის გაფიცულ მუშებთან შესახვედრად ვერტმფრენით ჩაფრინდა. პრეზიდენტმა მუშებს განუცხადა, რომ ქარხანაში 200-მდე მუშას მხოლოდ იმისთვის ამუშავებდნენ, რომ ხალხი ქუჩაში არ დარჩენილიყო. ინფორმაციას БЕЛТА ავრცელებს.

მისივე თქმით, მოახსენეს, რომ ქვეყანაში ქარხნები არ გაჩერებულა. „მე ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეები დაძრწიან. 150 -200 ადამიანი რომელიღაც საწარმოში ამინდს არ ქმნის. ეს ერთი. მეორე- უნდა გვესმოდეს, რომ „ცუდი“ პრეზიდენტი მუშების ზედმეტ რაოდენობას ასაქმებდა, რათა ხალხი ქუჩაში არ დარჩენილიყო. აქედან უნდა გამოვიდეთ. ვისაც უნდა მუშაობა, იმუშაოს. არ უნდათ მუშაობა, რას იზამ, ვერ ვაიძულებთ“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული