ამირან სალუქვაძე „მთავარ არხს“: გააგრძელეთ ისევ ტრაგედიების “გამოძიებები”

ე.წ. მთავარი არხის “ლაივს” წავაწყდი ახლახანს, “ჟურნალისტი” (ვინეები) გარბოდა, ვიფიქრე ქვეყანა იქცევა.
თურმე სალომე გაფრინდა მინსკში ბიძინას გადასარჩენადო. “ალაიქებს” (იწონებს) ხალხი, გულებს ხატავენ და ხატავენ.

ხომ გეუბნებით, მთელ მოსახლეობას დებილებად თვლიან.

ჯერ ერთი, ვინ გკითხავთ, თუ რაიმე მისიით გაფრინდა? ლას-ვეგასში რომ დაფრინავდნენ, მასე ხვდებოდით ხომ აეროპორტში?

მეორე, პუტინმა და ლუკაშენკომ დღეს ორჯერ ილაპარაკეს ტელეფონით, ჯამში, მგონი, 2 საათამდე. ვაგნერელების გამოშვებიდან დაწყებული, ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნებით დამთავრებული, ყველა თემა გაიარეს. აი, ამიხსენით, რუსულ სცენარში, როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გაეკეთებინა აქედან ვინმეს? ან ამის რა რესურსი ჩვენ გვაქვს, ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საკუთარი თემები ვერ დაგვილაგებია, ან რუსეთს რა საჭიროება აქვს ლუკაშენკოსთან შუამავალი დასჭირდეს? ამას სკოლის მოსწავლეს თუ მოატყუებთ. ვიმეორებ, მხოლოდ დღეს ორჯერ ილაპარაკეს პუტინმა და ლუკაშენკომ.

მესამე. დავუშვათ და მართლა ჩავიდა ვინმე მისიით. ეს მისია, თუ იქნებოდა, მხოლოდ დასავლეთის თხოვნით. თუ ეს ასე იყო, რას პანიკობთ, პირიქით უნდა გსიამოვნებდეთ.

მოკლედ, არაა ეს ის თემა, ორ და მეტუჯრედიანზე რომ იმოქმედოს. გააგრძელეთ ისევ ტრაგედიების “გამოძიებები”,-წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული